პრემიერა თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თოჯინების თეატრში. 5 წლიანი პაუზის შემდეგ სპექტაკლი “არგონავტები” ისევ დაიდგა. წარმოდგენის მიხედვით არგონავტებმა ზღვით ლაშქრობა მოაწყვეს კოლხეთში, რათა ,,ოქროს საწმისი“ საბერძნეთში ჩაეტანათ. მთავარი გმირის, ბერძენი იასონის როლს, ვანო მაღლაკელიძე ასრულებს, კოლხი ასული მედეას როლს კი სოფიო ცინცაძე. რეჟისორი კი ზურაბ ცინცაძეა.