სტიქიას ებრძვის მოსახლეობა რეგიონში. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს პრობლემა შეუქმნა, ერთ-ერთ მოსაცდელზე კი მინები ჩაიმსხვრა. ასევე ბუნებრივი აირის მილს დაეცა ხე. პრობლემურ უბნებში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ათეულობით ზარი შევიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.