ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ სომეხ კოლეგასთან აუდიენციისას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობას და განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტებიც.