ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი

14 იანვარი 2025, 14:14 126 ნახვა

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ვიზიტს მონიტორინგის ხასიათი ექნება, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში პერიოდულად ხორციელდება.

ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, შეხვედრისას დელეგაციის წევრებს არჩევნებისა და მიმდინარე პროცესების ირგვლივ ინფორმაციას მიაწვდიან.

დელეგაცია ვიზიტს 16 იანვარს დაასრულებს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში