კალიფორნიაში ტყის ხანძრებთან ბრძოლას მექსიკელი სპეციალისტები შეუერთდნენ 

14 იანვარი 2025, 09:05 107 ნახვა

მექსიკელი მეხანძრეების 72 კაციანი  ჯგუფი ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრებთან ბრძოლაში ჩაერთო. ჯგუფი შედგება სამხედრო სპეციალისტებისგან, მათ შორის ექიმებისგან, ინჟინრებისა და სამძებრო-სამაშველო პერსონალისგან, ასევე მექსიკის სატყეო სამსახურის მეხანძრეებისგან.

7 იანვრის შემდეგ ლოს-ანჯელესის რაიონში დაწყებულმა მასშტაბურმა  ხანძრებმა სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.   

90 ათასზე მეტი ადგილობრივი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში