“ჩვენებურების ილბაში” ანუ ახალი წელი ისტორიულ საქართველოში

14 იანვარი 2025, 11:15 282 ნახვა

ძველით ახალი წელი საზეიმოდ აღნიშნეს ისტორიულ საქართველოში. ტრადიცია ჩვენ არც ამჯერად დაგვირღვევია და ეთერი ისევ დავუთმეთ ჩვენებურებს. მათ ბორჩხასა და მურღულში სადღესასწაულო ღონისძიება მოაწყვეს.

ბორჩხაში ჩვენებურები ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ, ბერიკებთან ერთად კარდაკარ შემოიარეს და საქართველოში თითქმის მივიწყებული თეატრალური წარმოდგენა ყეენობა-ბერიკობა მოაწყეს, რომელსაც აქ ქურთობას, ქურდობას და სხვადასხვა  სახელით მოიხსენიებენ. გაიმართა კონცერტიც, რომელზეც ადგილობრივებმა ძირითადად ქართული სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას ესწრებოდა ბორჩხის მერი, რომელიც ეთნიკური ქართველია და მისი წვლილი ქართული ტრადიციების აღდგენაში სხვა ჩვენებურებთან ერთად საკმაოდ დიდია.

ძველი ადათ-წესებით აღნიშნეს ილბაში იგივე ახალი წელი ასევე მურღულში, უძველეს ქართულ სოფელში. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ, გამართეს ასევე თეატრალიზებული წარმოდგენა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში