საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები, საპროტესტო მსვლელობით, წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ გადაადგილდებიან.
როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ, წინასწარი დაკავების იზოლატორთან გააპროტესტებენ 11-12 იანვარს, ბათუმში, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებას.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, დღეს, 7 პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან: გიორგი კირთაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, ელიზბარ ჩხიკვაძე, შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა, ელენე ხოშტარია, გურამ მურვანიძე.
დაკავებებს წინ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
ხმაური აქტივისტების მიერ, გაფიცვის მოწოდების სტიკერების გაკვრის მცდელობას მოჰყვა.