ბათუმში აქციაზე დაკავებები მას შემდეგ დაიწყო რაც ერთი აქტივისტის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პროტესტი პოლიციის სამმართველოსთან გააგრძელეს და ეზოში სტიკერების დაკვრა დააპირეს.
მანამდე, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, იმ დროს დააკავა, როდესაც იგი, სამართალდამცველისთვის, სავარაუდოდ, სტიკერის დაკვრას ცდილობდა. დაკავებებს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის წევრ, ელუჯა ბაგრატიონსა და სამართალდამცველებს შორის.
სტიკერები წარწერით „ გაიფიცე“ დააკრეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთანაც, სადაც აქტივისტი ციალა ქათამიძე და პარტია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ვაჟა დარჩია დააკავეს. სულ 10 დაკავებულიდან 4 მალევე გაათავისუფლეს.
რის შემდეგაც სამმართველოსთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა,რა დროსაც მზია ამაღლობელი განმეორებით აქციის კიდევ ორ მონაწილესთან ერთად ისევ დააკავეს. სასამართლო სხდომა სავარაუდოდ 48 საათის განმავლობაში ჩაინიშნება.