ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს

11 იანვარი 2025, 21:14 236 ნახვა

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, იმ დროს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ბათუმის საქლაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის წევრ, ელუჯა ბაგრატიონსა და სამართალდამცველებს შორის.

მოგვიანებით, აქციის მონაწილე გოგონამ პოლიციელს, სავარაუდოდ, ზურგზე სტიკერი დააკრა, რის გამოც, იგი დააკავეს.

ინციდენტის შემდეგ აქცია მსვლელობით გაგრძელდა.

აქციის მონაწილეების თქმით, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლებენ. როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის მონაწილის დაკავების შემდეგ მიიღეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში