კონგრესში ორი კონგრესმენის წარდგენით „ქართული ოცნების“ არაღიარების აქტი დარეგისტრირდა - ამერიკის ხმა

11 იანვარი 2025, 11:44 84 ნახვა

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ინფორმაციით, ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში ოფიციალურად დარეგისტრირდა აქტი, რომელიც „ ქართული ოცნების „ არაღიარებას მოითხოვს. მისი ავტორები დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. "ამერიკის ხმა" წერს, რომ აქტის ტექსტი მოიპოვა, რომელიც ეხება „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. საკანონმდებლო მაცნეში წერია, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მისი განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და დამატებით, იურიდიული კომიტეტის პრეროგატივა იქნება იმის შესაბამისად, თუ აქტის რომელი ნაწილი, რომელი კომიტეტის იურისდიქციაში და უფლებამოსილებაში მოექცევა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში