რა დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ?  რა უნდა ვიცოდეთ მართვის მოწმობის შესანარჩუნებლად 

22 აპრილი 2017, 00:00 10651 ნახვა

2017 1 ივლისიდან, მართვის მოწმობაზე 100-ქულა მოგენიჭებათ და საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში ჩამოგაკლდებათ.

თუ წლის ბოლომდე 100-ვე ქულას გახარჯავთ, მართვის მოწმობის ჩამოგერთმევათ. 

თუ საგზაო წესებს არ დაარღვევთ და ქულები ბოლომდე არ წავა ჯარიმებში,არ დაგეხარჯებათ, მაშინ ახალი წლიდან, თქვენს მართვის მოწმობას თავიდან მიენიჭება 100 ქულა.  

 ავტომობილის ნასვამი მართვის შემთხვევაში თქვენ 30 ქულა ჩამოგაკლდებათ. იგივე ქმედების მეორედ განხორციელების შემთხვევაში კი 40 ქულა. 

40 ქულა წაგერთმევათ ნარკოტიკული თრობის დადგენის შემთხვევაში მანქანის მართვისას ან სხვა პირზე შეგნებულად გადაცემა, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა.. 

მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის 15 ქულა, ღვედის არ შეკვრა ან ჩაფხუტის არ ტარება მოპედზე ან მოტოციკლეტზე 5-5 ქულა.

5 ქულიან ჯარიმაში შედის მანქანის გაუმართავი ტარება, ფარების არ ქონა, დაზიანებული სამუხრუჭე სისტემა და  ა.შ.  5 ქულა დაგაკლდებათ თუ თან არ გექნებათ მართვის მოწმობა ან თუ ივლით დაბურული მინების მქონე ავტომობილით. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის ავტომობილის მოძრაობის შეფერხებისთვის, რომელზეც სპეციალური სიგნალია ჩართული, 20 ქულა ჩამოგაკლდებათ, მაგრამ თუ ასეთ შემთხვევას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა – 40 ქულა;

ავტომობილის ტარება, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს - 10 ქულა, ამდენივე ქულაა თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის ყოლა.

15 ქულა თუ თქვენ არასწორი კატეგორიის მართვის მოწმობით ატარებს ავტომობილს.

წესების დარღვევით მოძრაობა, რასაც მოჰყვა, ავტომობილის ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება - 20 ქულა

ავტომობილზე ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება – 15 ქულა, იგივე განმეორებული წლის მანძილზე - 20 ქულა

ექსკორტის  შეფერხება და სანომრე ნიშნის გარეშე მოძრაობა ან სანომრე ნიშნის შეცვლა/გადაკეთება - 10-10 ქულა.

ავტომობილის გადაცემა არასრულწლოვნისთვის  ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – 15 ქულა. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება - 25 ქულა

სატრანსპორტო საშუალების მართვა სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით - 30 ქულა

საგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება - 15 ქულა

პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას - 20 ქულა, აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება - 35 ქულა

სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც მგზავრები გადაყავს - 25 ქულა. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 30 ქულა

რაც შეეხება დარღვევებს, რომელიც ქვეითების უფლებას ეხება - ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - 5 ქულა, იგივე ქმედების განმეორება - 10 ქულა, ხოლო ქვეითებთან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარება - 20 ქულა. ამ ქმედებას თუ მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 30 ქულა

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი - 10 ქულა

10-10 ქულაა გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების და მანევრირების წესების დარღვევა და ღერძულა ხაზის გადაკვეთა. განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა - 30 ქულა, თ ამ ქმედებამ გამოიწვია საცობი 20 ქულა. 

საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა - 10 ქულა, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - 15 ქულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი