სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს

05 იანვარი 2025, 17:08 168 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში