აჭარის რეგიონს ისევ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. თორნიკე რიჟვაძესა და წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელია. ჯაბა ფუტკარაძე – ფინანსთა და ეკონომიკისა მინისტრი; ზაზა შავაძე – სოფლის მეურნეობის მინისტრი; მაია ხაჯიშვილი – განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; ნინო ნიჟარაძე – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას არ დასწრებია ოპოზიცია, ისინი 2024 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, ამიტომ საკანონმდებლო საქმიანობაზე უარს აცხადებენ.