ირანში პოლიციამ იტალიელი ჟურნალისტი, გაზეთ Il Foglio-ს რეპორტიორი, სესილია სალა რეპორტაჟის გადაღების დროს დააკავა.
ამის შესახებ, ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ფაქტს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სალა 19 დეკემბერს ირანის დედაქალაქში რეპორტაჟს იღებდა, რა დროსაც, გაურკვეველი მიზეზით დააკავეს. მისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სალას სამართლებრივი სტატუსისა და მისი დაკავების პირობების გასარკვევად ირანის მთავრობასთან მუშაობს.