ევროპარლამენტარების გამოხმაურება

28 დეკემბერი 2024, 12:23 150 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ. რასა იუკნე ვიჩიენეს განცხადებით, ევროპამ ამ მაგალითს უნდა მიბაძოს. ის მიმართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერს, რომ დროა ლიდერობის გამოჩენისა და თბილისისკენ გამგზავრების.
აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი ევროპული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტარი თიის როიტენი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს დრო ეწურება და არ შეიძლება ქართველი ხალხი დააღალატონ ევროპული მომავლისა და ხელახალი სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში