აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა - სენატორების გამოხმაურება

28 დეკემბერი 2024, 12:19 133 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის სანქციებს მხარს უჭერს ამერიკელი კონგრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც სოციალური პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ქმედებებმა უხეშად შეარყიეს საქართველოში დემოკრატია და ქვეყნის ევროკავშირისკენ გზა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც. მაიკლ მაკკოლი აცხადებს, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში