ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში - ჰელსინკის კომისია

27 დეკემბერი 2024, 21:11 102 ნახვა

ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტაჟის კოორდინირებული მცდელობების შესახებ.

„დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ ძალით წაყვანაში მისი მთავარი როლის გამო. ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში.

წლების განმავლობაში, ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტაჟის კოორდინირებული მცდელობების, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზის ჩაშლის შესახებ“, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში