ხანძრის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

27 დეკემბერი 2024, 11:56 132 ნახვა

თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩნდა და ის ორი სართულის აივნებზე გავრცელდა.გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში