თელ-ავივში დედების პროტესტი გაიმართა

26 დეკემბერი 2024, 11:52 331 ნახვა
00:00
00:00

ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების დედებმა და ქალიშვილებმა თელ-ავივში გამართეს თეთრი, მდუმარე და მჯდომარე საპროტესტო აქცია მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა აქცია  უსაფრთხოების საფრთხის გამო შეწყდა.

თეთრებში ჩაცმული მომიტინგეები ისხდნენ ჩუმად საპროტესტო აქციაზე, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო სამი საათი და დასრულებულიყო ხანუქას პირველი ღამის აღსანიშნავად სანთლების დანთებით. თუმცა, პოლიციამ აქცია ვადაზე ადრე დაშალა უსაფრთხოების მიზნით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლიციის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი