წარმოიდგინეთ, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ ჰგავდეს, კაცი - კაცს და მეზობელი მეზობელს - მამუკა მდინარაძე

25 დეკემბერი 2024, 14:09 144 ნახვა

წარმოიდგინეთ, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ ჰგავდეს, კაცი – კაცს და მეზობელი მეზობელს, ბოლო პუნქტის შესრულება ამ ქალს დააწყებინეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ნანა დიხამინჯიასა და მდინარაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ასახავს.

„ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა, მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ.

გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, ჩემი მეზობელი (შემთხვევით), რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას.

პ.ს. ვამატებ – ახლა მომწერეს, ეს ქალი მთლად ლგბტ პროპაგანდისტი ყოფილა, ახლა უფრო ნათელია ყველაფერი.

წარმოიდგინეთ, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ გავდეს, კაცი – კაცს და მეზობელი მეზობელს, ბოლო პუნქტის შესრულება ამ ქალს დააწყებინეს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში