საახალწლო ღონისძიებები შუახევში

23 დეკემბერი 2024, 17:55 1014 ნახვა

შუახევში, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, საშობაო ბაზრობები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა. მოეწყო ორკესტრის შოუ.
ღონისძიება სპეციალურად მოწვეული შემსრულებლების, ,, ფორტე“ და ,, new one“ მონაწილეობით დასრულდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე