​საქართველოში ყველა ძალა ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგში - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი 

20 დეკემბერი 2024, 17:44 174 ნახვა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, თბილისში ვიზიტად მყოფი ალენ ბერსე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ. ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და განაცხადა, რომ ყველა ძალა როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატია ვერ იარსებებს არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში