კოალიცია "ცვლილებისთვის“ გამოხმაურება

20 დეკემბერი 2024, 15:13 129 ნახვა

ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებებს ფეისბუქ პოსტებით გამოეხმაურნენ ოპოზიციის ის წევრები, რომლებმაც გუშინ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.  კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელი განცხადებები რეალობას მოწყვეტილ, ბიძინა ივანიშვილის „საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს“ ეხებოდა. მელიას ამბობს, რომ ბერსეს მისი კოალიცია არ შეხვდა, რასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა. ასევე ნიკა გვარამიას განცხადებით , შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება. „-აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში