სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება

18 დეკემბერი 2024, 10:20 111 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია, ყველა მოქალაქისთვის, უფასოა და 4-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა, ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების - ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში