ტრამპი ჰამასს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

17 დეკემბერი 2024, 14:18 163 ნახვა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა, რომ მას "ძალიან კარგი საუბარი" ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით  და ჰამასს კიდევ ერთხელ ჯოჯოხეთით დაემუქრა, თუ არ გაათავისუფლებს  მძევლებს 20 იანვრამდე, როცა  ტრამპი თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს.

„როგორც იცით, მე გავაფრთხილე, რომ თუ ეს მძევლები ამ თარიღამდე სახლში არ დაბრუნდებიან, ჯოჯოხეთს მოვუწყობ“, - თქვა მან ფლორიდაში გამართულ  პრესკონფერენციაზე.

ისრაელის მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ჰამასის  ბოევიკებმა მოკლეს ათას 200 ადამიანი და გაიტაცეს 250-ზე მეტი.

100-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლეს მოლაპარაკებების ან ისრაელის სამხედრო სამაშველო ოპერაციების შედეგად. ღაზაში დარჩენილი 100-დან ჯერ კიდევ დაახლოებით ნახევარი ცოცხალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში