მოსკოვში ელექტრო სკუტერში დამონტაჟებულმა ბომბმა იმსხვერპლა რუსი გენერალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბირთვული დაცვის ძალებზე - განცხადებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის ლიკვიდაცია საცხოვრებელი კორპუსის წინ რიაზანსკის პროსპექტზე მოხდა.
რუსული ტელეგრამ-არხები შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ბრიტანეთმა ოქტომბერში სანქციები დაუწესა კირილოვს და მის ბირთვული დაცვის ძალებს ბრძოლის ველზე ტოქსიკური დახშობის აგენტის ქლორპიკრინის გამოყენების გამო.