ის, რომ პრეზიდენტმა თავი უნდა დაამახსოვროს თავის საზოგადოებას ეს ფაქტია. ისეთი მოღვაწეობით უნდა დაამახსოვროს პრეზიდენტმა თავი, რომ სულ მცირე შთამომავლობამ და საზოგადოებამ ნეგატიური შეფასება არ მოგცეს, მაგრამ ზურაბიშვილის შემთხვევაში, ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავთ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა.
„ფაქტი და მოცემულობა არის ეს, რომ რამდენიმე წლის წინ, მთლიანად ოპოზიციურ რადიკალიზმში გადაბრძანებულ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უცხოეთიდან მიღებული დავალებების მიღებით შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მოქმედება და რომლის დღის წესრიგიც არის იმდენად აცდენილი იმ ხალხის დღის წესრიგისგან, ვინც აირჩია, ვინც ხმა მისცა, რომ ჩვენს საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება, რაიმე პოზიტიურად დაიმახსოვროს ზურაბიშვილის მოღვაწეობიდან. ის თავს დაამახსოვრებს, როგორც კონსტიტუციის უხეშად დამრღვევი, ის საზოგადოებას თავს დაამახსოვრებს, როგორც საკუთარი ქვეყნის, არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი და ადამიანი ვისთვისაც არა საკუთარი ერის ნება, არჩევნები, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებული დავალებები წარმოადგენს შესასრულებლად აუცილებელ პროცესს. რაც, რა თქმა უნდა, სათანადოდ შეფასდება ჩვენი შთამომავლობის მიერ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.