საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდი გამარჯვებით დაიწყო.
''თბილისი არენაზე'' ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა საქართველომ კოსოვოს ნაკრები 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან ორი გოლი გიორგი ღავთაძის ანგარიშზეა,ხოლო ერთი გოლი არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა.
მეინ რაუნდის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე დაიწყება.