საპროტესტო აქციაზე ელოდებიან ევროდეპუტატებსაც, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე პროცესებს სწავლობენ. ,, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა”-თქვა ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ.
პირველი ვინც ევროპელ კანონმდებლებს უმასპინძლა ოპოზიციონერი ლიდერები იყვნენ, ევროდეპუტატებმა მოუსმინეს პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.
დღის ბოლოს კი ბოლო ორი კვირის მოვლენებზე დახურულ კარს მიღმა მედია მენეჯერებთან ისაუბრეს.
ევროპელი კანონმდებლებისგან ისმის კრიტიკა, რომ ხედავენ ევროპული ღირებულებების ხელყოფას, მიაჩნიათ რომ საჭიროა ახალი არჩევნები. ვიზიტით მყოფი დელეგაციის წევრები დღეს მმართველი გუნდის წევრებს არ შეხვედრიან, რაც ქართულ ოცნებაში უპასუხოდ არ დაუტოვებიათ.