“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივები - განხილვა იურიდიულ კომიტეტზე

11 დეკემბერი 2024, 10:52 234 ნახვა

''ქართულმა ოცნებამ'' პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო.  მათ შორის რამდენიმეზე ამ წუთებში მსჯელობენ იურიდიულ კომიტეტზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ მმართველ პარტიას ინიციატივით მიმართა აქციებზე ლაზერის გამოყენება აიკრძალოს. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ხშირად ანათებენ ლაზერებს სამართალდამცველებს და სამეთვალყურეო კამერებს, რაც პოლიციისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

ერთ-ერთი ცვლილებით, აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვაც აეკრძალებათ. 

რეგულაციები წესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე, ასევე, საჯარო სამსახურებს გამარტივებულად შეეძლებათ რეორგანიზაციის ჩატარება და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელის სამსახურში მისაღებად კონკურსის ჩატარება აღარ მოუწევს.  ამჟამად მოქმედი კანონით, პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იყოს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

ცვლილებები ეხება გასამხედროებულ დანაყოფებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში