„ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

10 დეკემბერი 2024, 12:44 292 ნახვა

„ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ხუთმა მათგანმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლა, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატია, ორმა მათგანმა კი, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართა.

საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს ირაკლი კობახიძემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით სონღულაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატია მიხეილ ყაველაშვილი.

პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს.

კენჭისყრამდე საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა, დადგენილებების პროექტები დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, პლენარულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში