საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლთან მივიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

09 დეკემბერი 2024, 12:53 309 ნახვა

ხმაურია ბათუმის იუსტიციის სახლთან. აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე მე-12 დღეა უწყვეტ რეჟიმში ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, იუსტიციის სახლში მივიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საჯარო უწყებებზე დგას და სწორედ მათი როლია გადამწყვეტი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომიტინგეების განცხადებით, სამართალდამცავებმა მათ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 პროტესტის მონაწილეები პოლიციისგან ადამიანებზე ძალადობისა და დაკავებების ფაქტებზე განმარტებებს ითხოვდნენ და მათ ვალდებულების შესრულებისკენ, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში