ბათუმში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. თვითმხილველების თქმით, დაკავებული სავარაუდოდ, მოზარდია.
აქციაზე, შეკრებილებმა ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ხმაური მოჰყვა.
აქცია ბათუმში ახლაც მიმდინარეობს, მომიტინგეები ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან.