ძლიერი საქართველოსთვის მიმართვა

03 დეკემბერი 2024, 18:48 151 ნახვა

“კოალიცია ძლიერო საქართველო”პარტიული სიის ჩახსნის შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარს ამბობს. .შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს სიის პირველმა ნომერმა გენო თებიძემ. საბჭოში კოალიციას ერთი მანდატი აქვს.
გენო თებიძის განცხადებით, კოალიცია უარს ამბობს ამ მანდატზე, რადგან ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა და ამ პირობებში არ აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას.
საბჭოს კანცელარია თავდაპირველად განცხადებას არ იბარებდა, თუმცა მოგვიანებით ის წარმოებაში მიიღო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში