პროევროპული აქცია ევროპის მოედანზე - ბათუმელი მოსწავლეების გაფიცვა გრძელდება. ,,ჩვენი კურსი თავიდან ბოლომდე ევროპულია“ - აცხადებს გაფიცული მოსწავლეების ნაწილი, რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას.
ერთდროულად რამდენიმე სკოლის, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეები შეიკრიბნენ დღეს ევროპის მოედანზე ტრანსფარანტებით ხელში.