ზედიზედ მეოთხე ღამე საქართველოს დედაქალაქში მომიტინგეები და პოლიცია ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქვეყანაში თვეების განმავლობაში იმატებს დაძაბულობა მმართველ პარტიას „ქართული ოცნებასა“ და ოპონენტებს შორის, რომლებიც მას მზარდი ავტორიტარული, ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ - წერს სააგენტო როიტერსი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ გაღემავდა, როცა მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ოთხი წლით შეაჩერა.
ქუჩებში გამოსულმა ევროკავშირის მომხრე ათასობით დემონსტრანტმა ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შეიარაღებულ პოლიციას დაუპირისპირდება.საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე მეოთხე ღამეა გამოდიან საქართველოს დედაქალაქში და ქვეყნის ანტიევროპულ და ანტიდასავლურ კურსს აპროტესტებენ - წერს ბი-ბი-სი.
აქციის მონაწილეები პოლიციის წყლის ჭავლს პიროტექნიკით პასუხობენ. ქვეყნის პროდასავლურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თანამდებობიდან ამ თვეში უნდა გადამდგარიყო, ბი-ბი-სის განუცხადა, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება თანამდებობაზე და ამჟამინდელ პარლამენტს "არალეგიტიმური" უწოდა.
შავი ზღვის ქვეყანაში საპროტესტო აქციები ხუთშაბათიდან გრძელდება, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე შეაჩერებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მან ასევე თქვა, რომ მთავრობა უარს იტყვის 27 წევრიანი ბლოკის ყველა გრანტზე, რომელიც ჩვეულებრივ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარია - წერს ნიუ-იორკ თაიმსი.
ათასობით დემონსტრანტი, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და გამოხატეს თავიანთი წინააღმდეგობა ახალი მთავრობის პოლიტიკის მიმართ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შაბათის ღამის მდგომარეობით 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
უწყებამ ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ დაშავდა რამდენიმე პოლიციელი და მისი 42 თანამშრომელი.ასოშეიტედ პრესის ჟურნალისტებმა დაინახეს პოლიციის ოფიცრები, რომლებიც დემონსტრანტებს მისდევდნენ და სცემდნენ; უცნობია, რამდენი მომიტინგე დაშავდა - წერს გავლენიანი გამოცემა და აღნიშნავს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ სადავო გამარჯვების შემდეგ საქართველო პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა.
მმართველი პარტია საქართველოს უფრო მეტად მიმართავს რუსეთისა და ჩინეთისკენ. საქართველოს ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირს ცდილობს.