მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს

28 ნოემბერი 2024, 14:15 103 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვს. თოვლის საფარმა სოფლებში მეტრს გადააჭარბა. დაბაში კი 60 სანტიმეტრია. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია,  დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროსადენი.  აღნიშნული პრობლემის გამო ენერგომომარაგებაში შეზღუდვაა ქედაშიც. ენერგოკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.  

თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები  იწმინდება  ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე  გაიწმინდება თემებთან მისასვლელი  გზები.

ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა". 

ამ დროისთვის არ ფიქსირდება ზვავი ან მეწყერი. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში