ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აშშ არ იზიარებს

22 ნოემბერი 2024, 10:10 112 ნახვა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს აშშ, რომლის მიხედვითაც გაიცა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები პარტნიორებთან ურთიერთობისთვის მომავალ ნაბიჯებს განიხილავს, მათ შორის არის ისრაელიც.

თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აღნიშნავს, რომ დაპატიმრების ორდერის გაცემის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. აქვე აღნიშნავს, რომ პროცესის დროს დაშვებულია შეცდომები, რამაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოიწვია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი