სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართავ გაავრცელა რომლითაც უკრაინას მიმართავს. პრეზიდენტის თქმით ისინი ქვეყნის, დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვიან და თქვენ აწარმოებენ ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს სხვების, მეზობლების ტერიტორიების.
მისი თქმით, შესაძლოა, დამთხვევაა ის ფაქტი, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ.