თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ლიდერებს მონაწილეებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ, შესაბამისად უცნობია სამოქმედო გეგმაც.
ღამით კი კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა ნიკა გვარამიამ განცხადა, რომ პროტესტი 24 საათით გაგრძელდებოდა, რასაც ასევე დაეთანხმა ნაციონალური მოძრაობის წევრი სოფო ჯაფარიძეც.
ასევე ინფორმაცია გავრცელდა, რომ დღეს ვაკეში მდებარე უნივერსიტეტის კორპუსებში სასწავლო პროცესი ვერ განახლდება, რაც ამ დრომდე არ დაუდასტურებია უმაღლეს სასწავლებელს.