ისრაელმა ლიბანში ჰესბოლას პრესმიდვნის ლიკვიდაცია მოახდინა

18 ნოემბერი 2024, 10:05 73 ნახვა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ პრესმდივანი მოჰამედ აფიფი მოკლეს. ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს.

აფიფის დაღუპვის ფაქტი თავად „ჰეზბოლაშიც“ დაადასტურეს. ისრაელის არმიის განცხადებით, მოჰამედ აფიფი „ჰეზბოლას“ მთავარი პროპაგანდისტი იყო და ტერორისტულ მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული.

აფიფი „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მრჩეველი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში.

ნასრალა, რომელიც „ჰეზბოლას“ ლიდერი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, ბეირუთში მდებარე მის შტაბ-ბინაზე ისრაელის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში