რუსეთის სარაკეტო იერიშის გამო, უკრაინის სამ რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება

17 ნოემბერი 2024, 14:55 122 ნახვა

რუსეთის სარაკეტო იერიშის გამო, უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ელექტროენერგია გათიშულია კიევში, დონეცკსა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

გასულ ღამეს, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ, გერმან გალუშენკო ამბობს, რომ რუსეთი თავს ესხმის ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში