თურქეთში რეფერენდუმი ტარდება

16 აპრილი 2017, 00:00 2647 ნახვა

თურქეთში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება. ხელისუფლება სახელმწიფოს ძირითად კანონში 18 ფუნდამენტური შესწორების შეტანას გეგმავს, რაც რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში კარდინალურ პოლიტიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, სურს თუ არა ქვეყნის მმართველობის საპარლამენტოდან  საპრეზიდენტოზე გადასვლა. რეფორმა პრემიერის პოზიციის გაუქმებას, პარლამენტში დეპუტატების რიცხვის გაზრდასა და სასამართლო სისტემაში ცვლილებებსაც გულისხმობს.

თურქეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში შესწორებები ქვეყნის მმართველობის სისტემას გაამყარებს. ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო და 16 საათზე დასრულდება. სააგენტო ,,ანადოლუს" ცნობით, 5 მილიონზე მეტი მოქალაქე 167 ათას საარჩევნო უბანზე მისცემს ხმას. 

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი