დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები

14 ნოემბერი 2024, 14:34 114 ნახვა

საქართველოს მთავრობა საერთშორისო  პოლიტიკურ იზოლაციაშია - მიაჩნიათ ოპოზიციაში, მათი განცხადებით, გუშინდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ დასავლელ პარტნიორებსაც.  ფიქრობენ, რომ დასავლეთის შემდგომი ნაბიჯები  პერსონალური სანქციები უნდა იყოს.  

უმრავლესობის დეპუტატებისთვის კი,  არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მოთხოვნა გაუგებარია, რადგან მათი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.

ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკა უსაფუძვლო და უსამართლოა. მისი თქმით, არის გარკვეული ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომელსაც არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს განვითარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში