პროტესტი ნიუ იორკში ტრამპის გამარჯვების შემდეგ

10 ნოემბერი 2024, 11:55 215 ნახვა

ნიუ იორკში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ნიშნავდეს უფლებების დაკარგვას ემიგრანტებისა და სხვა დაუცველი ჯგუფებისთვის. სკანდირებდნენ „უარი ფაშიზმს“.
შეკრებილები აღნიშნავენ, რომ ეწინააღმდეგებიან ტრამპის გეგმებს არალეგალი  მიგრანტების მასობრივად დეპორტაციის შესახებ. საპროტესტო აქციაზე ასევე აცხადებდნენ, რომ აუცილებელია ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვა და ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია კიდევ უფრო გაანადგურებს ხელმისაწვდომობას რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე. დონალდ ტრამპი საქმიანობას ოფიციალურად 20 იანვარს შეუდგება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი