ახალი ზღვისპირა პარკი

06 ნოემბერი 2024, 18:16 300 ნახვა

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში ახალი ზღვისპირა პარკი მოეწყობა, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. პროექტისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. ელექტრონი ტენდერზე განაცხადების მიღება, მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.
პროექტი ითვალისწინებს : დასასვენებელი სივრცეების მშენებლობას; თემატური პარკების; გასართობი-რეკრეაციული ზოლის მოწყობას. დაიგება დეკორატიული ფილები და მოეწყობა ველო ბილიკი. პროექტის მიხედვით რეაბილიტირებული იქნება დაახლოებით 2 კილომეტრიანი მონაკვეთი.
სამუშაოები გარდამავალია და მაქსიმუმ 2 წელის ვადაში დასრულდება. როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, ფიჭვნარის დასახლებაში ახალი ზღვისპირა პარკის მოწყობა მოსახლეობის მოთხოვნაც იყო, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში