2 დღე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე

03 ნოემბერი 2024, 14:49 240 ნახვა

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე  2 დღე დარჩა. პარალელურად მიმდინარეობს ხმის წინასწარი მიცემის პროცესი. საკუთარი არჩევანი უკვე 70 მილიონამდე ადამიანმა დააფიქსირა. საპრეზიდენტო კანდიდატები კი სხვადასხვა შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამომრჩევლებთან ერთად დონალდ ტრამპის პერიოდს დაასრულებს. რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპი კი  თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ გამარჯვება მისი იქნება. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე მან პირობა დადო,  რომ გენდერულ უთანასწორობას აღმოფხვრის და ქალებს დაიცავს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი