ქობულეთში, კოლეჯ ,,ახალ ტალღა’’-ში აჭარის დასაქმების პროგრამის: ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ - კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
პროგრამაში მონაწილეებმა პრაქტიკული კურსი ტურიზმისა და სამშენებლო სფეროში მოქმედ კომპანიებში გაიარეს. სასწავლო პროგრამისათვის შემუშავდა მოკლევადიანი მოდული, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა.
აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 65%-ზე მეტი დასაქმებული სტუდენტი ჰყავთ.