ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი, კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა. ვილი სანიოლმა წარმატებას მაიღწია საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ზაფხულში დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად ითამაშა.
სანიოლის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის ჯგუფი მოიგეს, შემდეგ ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
გერმანიაში ევრო 2024-ზე აუტსაიდერად მიჩნეული საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.