ნათია გადელია და ნანა ხორავა ძალოსნობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ 

01 ნოემბერი 2024, 09:54 272 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე ძალოსანთა  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საბა ასანიძემ ატაცში 155 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პოლონეთშივე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს ნათია გადელიამ და ნანა ხორავამ.

ნანა ხორავამ ატაცში 95 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 114 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა ორჭიდში მოგროვებული 209 კილოგრამითაც. ნათია გადელიამ კი ატაცში 94 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა.

გადელიამ აკვრაში 117 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. მას იგივე შედეგი აქვს ორჭიდში მოგროვილი 211 კილოგრამითაც.

20 წლამდელთა შორის იასპარეზა გოგა ჯაჯვანმაც, რომელმაც ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი